- კონკურსი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრისა და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდული ცენტის ერთობლივი პროექტია.
კონკურსში მონაწილეობენ ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები სამ ასაკობრივ ჯგუფში.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ინფორმაციით, კონკურსანტებს დავალებად მიეცათ ნაბეჭდი ტექსტის კალიგრაფიულად გადაწერა, კერძოდ, ამონარიდები გურამ დოჩანაშვილის მოთხრობიდან „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“.
კონკურსის თემატიკაა – წიგნი, მკითხველი, ლიტერატურა. წელს ქართული კალიგრაფიის კონკურსი საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
კონკურსის გამარჯვებულები და ფინალისტები დაჯილდოვდებიან ფულადი და სამახსოვრო საჩუქრებით.
პროექტის მხარდამჭერია პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული საგანმანათლებლო აკადემია საზღვრებს მიღმა.