კარლო ვეკუა გარდაიცვალა


  • კარლო ვეკუა გარდაიცვალა – ზუგდიდის საპატიო მოქალაქე, საზოგადოება “ზუგდიდელის” თანადამფუძნებელი, სამეურნეო მუშაკი, სპორტსმენი, ზუგდიდის გულისცემას მიყურადებული, ნამდვილი ქალაქელი კაცი, რომელიც სიცოცხლის ბოლო წუთამდე ეტრფოდა მშობლიურ კუთხეს.

ბატონი კარლო, სხვადასხვა დროს, “ზუგდიდელებთან” ინტერვიუში, სიამაყით საუბრობდა იმ ტრადიციებზე და თანაქალაქელებზე, რითაც და ვისი საქმიანობითაც თავი უნდა მოეწონებიათ შემდგომ და შემდგომ თაობებს. სიცოცხლის ბოლო წუთამდე, ქვეყნისა და ქალაქის კეთილდღეობა იყო მისი საფიქრალი. ბატონი კარლოს ბიოგრაფიაში არის ისეთი მნიშვნელოვანი შტრიხები, რომელიც მის სახელს არასდროს დაავიწყებს თანამემამულეებს.

“ზუგდიდელები”, ზუგდიდელების სახელით, უსამძიმრებს ქალაქს და ოჯახს კარლო ვეკუას გარდაცვალებას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 23 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!