ბიბლიოთეკაში ნია შველიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა


  • ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა ახალგაზრდა ავტორის ნია შველიძის წიგნის – “ქვიშის საათი“ პრეზენტაცია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ინფორმაციით, წიგნი „ქვიშის საათი“ 20 წლის ნია შველიძის პირველი რომანია, რომელშიც გადმოცემულია ახალგაზრდა ქალის ტრაგიკული სიყვარულის ისტორია.

საღამოს მოდერატორი გახლდათ ცირა როდონაია, რომელმაც მკითხველ საზოგადოებას გააცნო ახალგაზრდა ავტორის ახალი წიგნი.

ნია შველიძემ ისაუბრა წიგნის შექმნის ისტორიასა და მასში განვითარებულ მოვლენებზე, დასასრულს კი, პასუხი გასცა დასმულ შეკითხვებზე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

thirteen + 19 =

Akismet ანტისპამი