„ ეროვნული ნარკოპოლიტიკა და ადამიანის უფლებები“


ნარკომანისთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდა ექიმთა ასოციაცია „ ქსენონმა“ თემაზე „ ეროვნული ნარკოპოლიტიკა და ადამიანის უფლებები“   სახალხო დამცველის რეგიონულ ოფისში მრგვალ მაგიდასთან გამართა შეხვედრა. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ნარკოტიკების მძიმე შედეგებზე, ნარკოდასჯაზე,  სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის ხელმისაწვდომობაზე და მათი გადაჭრის გზებზე. შეხვედრაზე ნაჩვენები იყო  სხვადასხვა წლების კვლევის შედეგები. კვლევის მიხედვით, პრობლემური  ნარკომომხმარებლების  რაოდენობა მზარდია. 2009 წლის მონაცემებით, საქართველოში პრობლემური ნარკომომხმარებლების რაოდენობა განისაზღვრა ორმოცი ათასით, ხოლო 2014 წლისთვის ეს რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია “ქსენონის“ გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ჯანაშიამ აღნიშნა რომ, „ნარკომანია  და ნარკომანიით დამოკიდებული გამომწვევი ერთ-ერთ უმთავრესს პრობლემად რცება, აღსანიშნავია, ქვეყანაში ბოლო დროს გადადგმული გარკვეული ნაბიჯები ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით, ჯანდაცვითი თანხების თვალსაზრისით, მაგრამ მიუხედავად ამისა,  ნარკოპოლიტიკა რეპრესიული ხასითისაა და ის მძიმე ტვირთად აწვება საზოგადოების უმნიშვნელოვანეს ნაწილს. ადამიანებს, ნარკომომხამრებლებს, მათ ოჯახებს. სტიგმა, დისკრიმინაცია, რომელსაც განიცდიან ნარკომომხმარებლები, დაჭერის შიში აიძულებს მათ დარჩნენ შეუმჩნეველნი. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნია ისინი ჯანდაცვისა და სოციალური  სერვისების მიღმა იყვნენ.”

არსებულ სამართლებრივ რეგულაციებზე ისაუბრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა მიშა ჯახუამ. მისი თქმით, დღეს მოქმედი კანონმდებლობა არის სადამსჯელო ხასითის და მიდევნებაზეა ორიენტირებული. აუცილებელია არსებული ნარკოპოლიტიკა შეიცვალოს და  გახდეს უფრო ჰუმანური, ადამიანური,  რეაბილიტაცია – რესოციალიზაციაზე ორიენტირებული.

საქართველოს სახალხო დამცველის რეგიონალური დეპარტამენტის სამეგრელო- ზემო სვანეთის  სამმართველოს უფროსმა ლევან პაპავამ აღნიშნა, რომ „სახალხო დამცველი ახორციელებს სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკის კვლევას, ანალიზს, შეფასებას და სახელმწიფოს მრიდან განხორციელებული ადმინისტრირების მონიტორინგს. მან ასევე, ისაუბრა ძირითად ასპექტებზე  კონსტიტუციური სარჩელიდან.

ექიმ ნარკოლოგის ნატა აბულაძის აზრით,  დაავადებას მკურნალობა სჭირდება და არა დასჯა. მისი თქმით, რეპრესიულმა მიდგომამ არ გაამართლა, საჭიროა საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება. მან ასევე ისაუბრა,   ჩანაცვლებითი თერააპიის პროგრამაზე.

დასასრულს, შეხვედრის მონაწილეებს შორის დისკუსია გაიმართა.

შეხვედრის მიზანი გახლდათ  ნარკოპოლიტიკისა და ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემების წინ წამოწევა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!