ცნობილია კაზანტიპის ფესტივალის თითოეული დღის განრიგი. ფესტივალის გახსნის დღეს, 20 აგვისტოს, „რესპუბლიკა ზეტის მოქალაქეები“ ახალ წელს აღნიშნავენ. მეორე დღეს იმიტირებულ რესპუბლიკაში 15-დან 17:00 საათამდე იმიტირებული მშენებლობების დღეა. 22 აგვისტოს საზღვაო ომის დღე აღინიშნება. 23 აგვისტოს კი აპოფეოზის დღეა. იმავე დღეს, საღამოს კი, „სწრაფი ქორწინების“ დღეა, რის შემდეგაც ბუშტების გაშვება მოხდება, რომელზეც „რესპუბლიკის მოქალაქეები“ საკუთარ სურვილებს დაწერენ. 24 აგვისტოს კაზანტიპში „ბოდიარტის“ დღეა. ამავე დღეს 20:00 საათიდან „იაფი კოქტეილის“ საღამო აღინიშნება შლაპებით. 25 აგვისტოს „ბრანდსპროინტის დღეა“. ამავე დღეს კაზანტიპის თასზე მოყვარულთა შორის ფეხბურთის ჩემპიონატი დაიწყება, რომელიც ხუთი დღე გასტანს. 26 აგვისტოსაც „სწრაფი ქორწინების“ დღე განმეორდება, რომელიც ბუშტების გაშვების ცერემონიალით დასრულდება. 27 აგვისტოს 15-დან 17:00 საათამდე „კაზანტიპის რესპუბლიკის მოქალაქეები“ პრეზიდენტის დღეს აღნიშნავენ, რის შემდეგაც „ბალიშების ომი“ დაიწყება. 28 აგვისტოს კვლავ „სწრაფი ქორწინების“ დღე იქნება. 29 აგვისტო კაზანტიპში „საღებავების დღეა“. 30 აგვისტო აპოფეოზის. „კაზანტიპი 2014“ ამავე დღეს, 20:00 საათზე ტრადიციულად ბუშტების გაშვებით დასრულდება.