ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე – ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და სასახლის მხარეთმცოდნეობის კლუბის (ხელნძღვანელი თეონა ხუბულავა) ერთობლივი ვიქტორინა- კონკურსის “იცოდე შენი კუთხის ისტორია”- ფინალი ჩატარდა,
რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის 80 წლის იუბილეს დაემთხვა. ვიქტორინა-კონკურსის ფინალში 10-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა: I საჯარო სკოლის გუნდი “ლაზიკა”, II საჯარო სკოლის გუნდი “აია”, II საჯარო სკოლის გუნდი “მაფშალია”, VI საჯარო სკოლის გუნდი “აია”, კახათის I საჯარო სკოლის გუნდი “კოლხა”, რუხის საჯარო სკოლის გუნდი “ჰერაკლე”, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს საჯარო სკოლის გუნდი “კვირბები”, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის I საჯარო სკოლის გუნდი “ნიკე”, აფხაზეთის I საჯარო სკოლის გუნდი “პანაცეა”, VII საჯარო სკოლის გუნდი “კვირბები”. I ადგილი დაიკავა VII საჯარო სკოლის გუნდმა “კვირბები”.
II ადგილი დაიკავეს რუხის საჯარო სკოლის გუნდმა “ჰერაკლე”, კახათის I საჯარო სკოლის გუნდმა “კოლხა” და II საჯარო სკოლის გუნდმა “მაფშალია”.
III ადგილზე ჯვარის I სკოლის გუნდი “ნიკე” გავიდა.
მერიის წარმომადგენლებმა გამარჯვებულ გუნდებს საჩუქრად დიპლომები და წიგნები გადასცეს, პირველი ადგილის მფლობელებს კი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია მარტვილში ექსკურსიას დაუფინანსებს.
კონკურსის მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპლაიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვიქტორინა-კონკურსის მიზანი იყო სამეგრელოს წარსულში მოგზაურობა, ეთნიკური და კულტურული ფასეულობების პატივისცემის პოპულარიზაცია, მოზარდებში მშობლიურ კუთხის ისტორიის ცოდნის ამაღლება, საქართველოს ფორმირებაში სამეგრელოს მნიშვნელოვანი როლის გაცნობიერება.