“ვეფხისტყაოსნის” საჯარო კითხვა ზუგდიდში


დღეს, იონა მეუნარგიას სკვერში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრისა და ზუგდიდის მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლის განვითარების ორგანიზებით, ჩატარდა “ვეფხისტყაოსნის” საჯარო კითხვა. პროექტის მიზანია ლიტერატურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, ეროვნული საგანძურის მნიშვნელობის წარმოჩენა და ახალგაზრდა თაობის დაინტერესება მშობლიური ლიტერატურით. ღონისძიების მონაწილეებმა, წაიკითხეს ეპიზოდები “ვეფხისტყაოსნიდან”.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=eZUjARP7E_U[/embedyt]

სტუმრებს მიესალმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის აბონემენტის განყოფილების უფროსი ინგა ქარჩავა. მისი განმარტებით, პროექტის ავტორი გახლავთ დათო ტურაშვილი და უკვე ტრადიციად დამკვიდრდა საქართველოში, თითქმის ყოველ წელიწადს ტარდება ღონისძიება. “თანაც სიმბოლურია ამ სკვერში, რომ ტარდება დღევანდელი ღონისძიება, ვინაიდან, იონა მეუნარგიას სახელთან არის დაკავშირებული ვეფხისტყაოსნის თარგმნა და სწორედ მან გააცნო ევროპას იგი”.

ღონისძიებაზე იმყოფებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა. ის სტუმრებს მიესალმა და აღნიშნა, რომ  “ვეფხისტყაოსანი” ისეთივე წმინდა წიგნია, როგორიც ბიბლია . “მე მინდა, თითოეულმა თქვენგანმა და ახალგაზრდა თაობამ ეს წმინდათა წმინდა წიგნი იცოდეს. ვეფხისტყაოსანი სიბრძნეა და თითოეულმა ქართველმა უნდა იცოდეს, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობამ”.

დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილების უფროსმა ხათუნა დარასელიამ. ღონისძიებაზე გაოფენილი იყო ბავშვების მიერ გადაწერილი ‘ვეფხისტყაოსანი”

“ვეფხისტყაონის” საჯარო კითხვა ზუგდიდში, შარშანაც ჩატარდა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!