ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე – ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში ჩატარდა მხარეთმცოდნეობის კლუბის (ხელმძღვანელი თეონა ხუბულავა) ვიქტორინა-კონკურსი “იცოდე შენი კუთხის ისტორია”, პირველი ტური.ვიქტორინა-კონკურსის I ტური შეეხო კოლხეთს, უძველესი დროიდან ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნემდე. კონკურსის თემატიკა იყო დასავლეთ-ქართული ტომები და მათი თავდაპირველი განსახლების არეალი. მიწათმოქმედება, ხელოსნობა, ოქრომჭედლობა, მეტალურგია. სამარხები და სამარხეული ინვენტარი. ბერძენ-ლათინელ ავტორთა ცნობები ძველ კოლხეთზე. კოლხეთის სამეფო და მისი მართვის სისტემა. ციხე-ქალაქები და ქალაქური დასახლებანი კოლხეთში. ვაჭრობა და ბერძნული ახალშენები აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. კოლხების ურთიერთობა მეზობელ სახელმწიფოებთან. დამწერლობა და ანტიკური ხანის წარმართული პანთეონი.
ვიქტორინა-კონკურსში მონაწილეობა მიიღეს: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გუნდებმა: I ს/სკოლის გუნდი ,,ლაზიკა“ II ს/სკოლის გუნდი ,,აია“ II ს/სკოლის გუნდი ,,მაფშალია“ V ს/სკოლის გუნდი ,,კოლხები VI ს/სკოლის გუნდი ,,აია“
VII ს/სკოლის გუნდი ,,კვირბები კახათის I ს/სკოლის გუნდი ,,კოლხა“ ახალაბასთუმნის ს/სკოლის გუნდი ,,ლაბირინთი“რუხის ს/სკოლის გუნდი ,,ჰერაკლე“
აფხაზეთის I ს/სკოლის გუნდი ,,პანაცეა“, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს ს/სკოლის გუნდი ,,კვირბები“, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის I ს/სკოლის გუნდი ,,ნიკე“, ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ს/სკოლის გუნდი ,,ტალანტაბი“.
დაგეგმილია ვიქტორინა-კინკურსის ,,იცოდე შენი კუთხის ისტორია“, ორი ტურის ჩატარება. სასწავლო წლის ბოლოს კი, გაიმართება ფინალური შეხვედრა, სადაც გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები.
მხარეთმცოდნეობის კლუბის კოორდინატორის თეონა ხუბულავას განმარტებით, ვიქტორინა-კონკურსის მიზანია სამეგრელოს წარსულში მოგზაურობა. ეთნიკური და კულტურული ფასეულობების პატივისცემის პოპულარიზაცია, მოზარდებში მშობლიურ კუთხის ისტორიის ცოდნის ამაღლება, საქართველოს ფორმირებაში სამეგრელოს მნიშვნელოვანი როლის გაცნობიერება.”ვიქტორინა-კონკურსმა წარმატებით ჩაიარა, მონაწილეებმა მეტი უნდა იკითხონ და უფრო მეტად განავითარონ თავიანთი შემეცნებითი თვალსაწიერი.”