იყო ძლიერი, ლამაზი და ჭკვიანი …


,, თუ გსურს იყო ძლიერი — ირბინე, გსურს იყო ლამაზი — ირბინე, გსურს იყო ჭკვიანი — ირბინე.» — ეს სიტყვები ელადაში ორი ათასი წლის წინ ამოტვიფრეს.
სირბილი მართლაც უნიკალური და შეუცვლელი საშუალებაა, რათა მუდამ იყოთ საუკეთესო ფორმაში და გქონდეთ ამაღლებული განწყობა. სირბილის მოყვარულებს ვარჯიშის შემდეგ საკმაოდ კარგად ეხსნებათ გონება. გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის მონაცვლეობა კარგად აისახება შრომისუნარიანობაზე და საზრიანობაზე. ამასთან სპორტის მოყვარულები გაცილებით განტვირთულნი არიან უარყოფითი ენერგიისაგან და დაძაბულობისაგან, ამიტომ გონებრივ დატვირთვებს საკმაოდ ადვილად და სწრაფად უმკლავდებიან. ჯანმრთლობის მაჩვენებლების მიხედვით სირბილის მოყვარულები, თავის თანატოლებთან შედარებით 10 წლით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან. გარდა ამისა: სირბილი ამაგრებს გულის კუნთს, ავითარებს ფილტვებს,აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ააქტიურებს ღვიძლის მუშაობას. სირბილის შემდეგ ქვეითდება მადა, ამიტომ ნაყრდებით უფრო პატარა პორციებით ვიდრე სხვა დროს.
სირბილის სიჩქარის შესაბამისად ერთ საათში შეგიძლიათ დაწვათ 500-დან 800 კალორიამდე.
ნებისმიერ ამინდში სირბილი — ეს ორგანიზმის გაკაჟებაა, რომელიც ამაღლებს გაციების მიმართ წინააღმდეგობის უნარს.
წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!