იტალიაში ოთხი ქვეყნიდან ჩასული მოქალაქეებისთვის კორონვირუსზე ტესტის ჩატარება სავალდებულო ხდება


  • იტალიაში საბერძნეთიდან, ხორვატიიდან, მალტადან და ესპანეთიდან ჩასული მგზავრებისთვის კორონვირუსზე ტესტის ჩატარება სავალდებულო ხდება.

იტალიის ჯანდაცვის მინისტრის, რობერტო სპერანზას განცხადებით, შესაბამის განკარგულებას ხელი გუშინ მოაწერა. მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი აღნიშნულ ქვეყნებში ინფიცირების შემთხვევების ზრდაა.

„წინდახედულება უნდა გამოვიჩინოთ, რათა შევინარჩუნოთ ის შედეგები, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ერთობლივი თავდადების შედეგად მივაღწიეთ,“- აღნიშნა იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, მოქალაქეებს, რომლებიც კოლუმბიიდან, ან მისი გავლით მგზავრობენ, იტალიაში არ შეუშვებენ.

ცნობისათვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსის 481 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 10 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-ის 251 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი – 35 000-ს აჭარბებს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!