ზუგდიდელი ილიკო დარასელია ჩინეთში გაივლის ერთწლიან სტაჟირებას


  • “ზუგდიდელმა, მეორე საჯარო სკოლისა და და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ევრო-ატლანტიკური კონცენტრაციის (გერმანული მიმართულება) კურსდამთავრებულმა ილიკო დარასელიამ, მოიპოვა იუნესკოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის დაფინანსება, რის შედეგადაც ილიკო 2019 წლის სექტემბრიდან სწავლას გააგრძელებს ჩინეთში, ქალაქ სიამენში და გაივლის ერთწლიან სტაჟირებას სიამენის უნივერსიტეტში (“Xiamen University”) ჩინურ ენაზე.


პროგრამა სახელწოდებით “The Great Wall ” გულისხმობს ყოველთვიურ სასწავლო-კვლევით სტიპენდიას როგორც ჩინეთის მთავრობისგან, ასევე იუნესკოსგან და სრულად ფარავს სწავლის, ცხოვრებისა და მგზავრობის ხარჯებს.

კონკურსში 135 ქვეყნის 270-მდე აპლიკანტი იღებდა მონაწილეობას. საქართველოში ქართული, ინგლისური და ჩინურენოვანი გასაუბრების შემდგომ, წერილობითი დოკუმენტების საფუძველზე, იუნესკომ, სულ შეარჩია 75 სტიპენდიანტი, რომელთაგან დაფინანსება საქართველოს კანდიდატმაც მოიპოვა.”

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!