ისევ არ შეუშვეს!


კომპანია „ბლოკ-ჯორჯიას“ მიერ დანიშნული დირექტორი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში არ შეუშვეს. მედპერსონალმა ნოდარ ჩიქოვანს კარი ჩაუკეტა და შენობაში შესვლის უფლება არ მისცა. ექიმების გან ცხადებით, ისინი ახალ უფროსს არ ცნობენ და შესაბამისად, შენობაშიც არ    შეუშვებენ. პროტესტის  ნიშნად,  ექიმები დარიცხული ხელფასის აღებაზეც უარს ამბობენ. თავის მხრივ,  ნოდარ ჩიქოვანი განმარტავს, რომ მისი მიზანი იყო მედპერსონალთან გასაუბრება და სხვადასხვა  საკითხის გარკვევა.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს მედ-პერსონალი და კომპანია „ბლოკ-ჯორჯია“ კომპრომისზე ვერ მიდიან. როგორც ცნობილია, კომპანიამ დაწესებულება 2007 წელს შეისყიდა, თუმცა ექიმების განმარტებით დაწესებულების საკეთილდღეოდ  ერთი თეთრიც არ   ჩაუდვია.

თავის მხრივ, სამედიცინო დაწესებულების მენეჯერს კომპანია “ბლოკ-ჯორჯია” ადანაშაულებს. კომპანიის დირექტორი ვახტანგ ჯანაშვილი აცხადებს, რომ დაწესებულების შეძენა მოხდა იმ პირობით, რომ დაწესებულება გადავიდოდა რეფერალურ საავადმყოფოში და იქ განაგრძობდა ფუნქციონირებას, თუმცა  ინფექციური საავადმყოფო დღემდე ძველ მისამართზე რჩება და მუშაობას იქ განაგრძობს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!