- პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის პირველ სხდომაზე თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ვიცე-პრემიერად წარადგინა.
“პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება დაეკისრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს − ლევან დავითაშვილს; თეა წულუკიანს, კულტურისა და სპორტის მინისტრს, დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა; აგრეთვე ირაკლი ჩიქოვანს, თავდაცვის მინისტრს, დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება.”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი მიხეილ ფეიქრიშვილი გახდება.