ირაკლი ღარიბაშვილი-მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი და ჩვენ ვალდებული ვართ, ამაზე მოვახდინოთ დროული რეაგირება


  • მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი და ჩვენ ვალდებული ვართ, ამაზე მოვახდინოთ დროული რეაგირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში, რომელიც მთავრობის მეთაურს რამდენიმე დღის წინ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ გააცნო, დღეს ეკონომიკური საბჭოს ფორმატში განიხილეს.

საბჭოს სხდომაზე მოწვეული იყო კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, რომელმაც ანგარიშის ძირითად დასკვნებზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად იმსჯელა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც, მედიკამენტების მაღალ ფასებთან დაკავშირებული გამოწვევის დროულად გადასაჭრელად, რაც შეიძლება მოკლე ვადებში უნდა გადაიდგას.

“უკვე წლებია, ასე განვითარდა ეს პროცესი და საჭიროებს სწორად ჩარევას ჩვენი მხრიდან. რეალურად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, როგორც არის ევროპის ქვეყნებში. ახალს არაფერს არ ვიგონებთ, ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს, იმიტომ, რომ ჩვენს მოსახლეობას ძალიან აწუხებს. მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი და ჩვენ ვართ ვალდებული, ამაზე მოვახდინოთ რეაგირება, თანაც დროული. მინდა, ამ ფორმატში ვიმსჯელოთ და დავიწყოთ რეაგირება და ქმედება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!