- დღეს ისტორიული მოვლენის მომსწრენი გავხდით – მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანესთან, საქართველოს მიწის ნაკვეთი გადმოეცა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს.
“დღეს ისტორიული მოვლენის მომსწრენი გავხდით – მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანესთან, საქართველოს მიწის ნაკვეთი გადმოეცა. 300 წლის შემდეგ საქართველო წმინდა მიწაზე დაბრუნდა! პატრიარქის კურთხევით, აქ ქართული კულტურის ცენტრი აშენდება. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო იერუსალიმის პატრიარქ თეოფილუსს, იორდანიის არქიეპისკოპოსს ქრისტოფორუსს, განსაკუთრებული მადლობა მის უდიდებულესობა იორდანიის მეფე აბდალა მეორესა და მისი უმაღლესობა პრინც ღაზის მიღებული გადაწყვეტილებისთვის”.