ირაკლი ღარიბაშვილი-გთხოვთ ყველას, ჩავიტაროთ ვაქცინაცია


  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანა ახალ ჩაკეტვებს ვეღარ გაუძლებს.

“ბოლო დროს ბევრი საუბარია, ხომ არ მოხდება ხელახალი ჩაკეტვა და ა.შ. მინდა, განვაცხადო, რომ ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა. ეს არის მართვის გზა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოოთ, რომ ეპიდემია ეფექტიანად ვმართოთ. ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს. არც ლოკდაუნი, არც ეს შეზღუდვები არ იქნება გამართლებული, უფრო მეტიც, ეს იქნება პირდაპირ დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს გამოიწვევს იმას, რომ დამატებით უნდა ავიღოთ რამდენიმე მილიარდი დოლარი, თუ ლარი ვალის სახით, რაც შემდეგ გახდება ჩვენი მოქალაქების გადასახდელი. ამიტომ ეს რომ არ განმეორდეს და ამის გაკეთება, რომ არ მოგვიწიოს, გთხოვთ ყველას, ჩავიტაროთ ვაქცინაცია, რომელიც უსაფრფთხოა“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!