ირაკლი ქარსელაძე: ვმუშაობთ, რომ რიკოთის 149-ე კილომეტრზე რეჟიმის გარეშე გადაადგილება მალე აღდგეს


  • ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ რიკოთის 149-ე კილომეტრზე რეჟიმის გარეშე გადაადგილება მალე აღდგეს. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“რიკოთის 149-ე კილომეტრზე გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს კვლევა-ძიების და სამშენებლო სამუშაოები. გაყვანილია შესაბამისი გზები იმისთვის, რომ განხორციელდეს პრევენციის და საბოლოო საინჟინრო გადაწყვეტილებების ღონისძიებები. გვაქვს მოლოდინი, რომ ზაფხულის სეზონის დაწყებამდე რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი მოიხსნება. რიკოთის 149-ე მონაკვეთზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური საინჟინრო სამუშაოების ჩასატარებლად. მან აღნიშნა, რომ სპეციალური რეჟიმის გარეშე მოძრაობის გაშვება დამოკიდებულია შესაბამის პროექტზე და წინასწარ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მზადდება. როგორც გზის ჩაკეტვა და გადართვა, ასევე, ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება მეცნიერების, ექსპერტების მიერ დასაბუთებულ, გამოკვლეულ, დაპროექტებულ და შესაბამისად, რეკომენდაცია გაცემულ წინადადებებზე. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავაჩქაროთ, როგორც საპროექტო, ასევე უშუალოდ სამუშაოების მიმდინარე ღონისძიებები, რათა მალევე გახდეს შესაძლებელი რიკოთის 149-ე კილომეტრზე რეჟიმის გარეშე გადაადგილება“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!