“შემოქმედებითი შეხვედრები”


  • 24-25 აპრილს, სახელოვნებო სკოლების გაერთიანებისა და N2 სამუსიკო სკოლის ორგანიზებით შედგა პროექტი “შემოქმედებითი შეხვედრები“, რომლის ფარგლებშიც მოწვეულმა სტუმრებმა: კომპოზიტორმა კახა ცაბაძემ და მევიოლინე ქეთევან თავშავაძემ ჩაატარეს მასტერკლასები.

პროექტის დასაწყისში N2 სამუსიკო სკოლის საფორტეპიანო, საორკესტრო და ვოკალური მიმართულებების მოსწავლეებმა შეასრულეს გოგი და კახა ცაბაძეების ნაწარმოებები და სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

სახელოვნებო სკოლების გაერთიანება და N2 სამუსიკო სკოლა მადლობას უხდის მოწვეულ სტუმრებს პროექტში ჩართულობისა და ნაყოფიერი მასტერკლასებისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეთა პროფესიული განვითარებისთვის.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!