- კოკში ინციდენტი მოხდა. დაკავებულია ნუკრი ნარმანია, რომელიც “ქართული ოცნების” აქტივისტია.
“მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რომ არჩევნებმა მშვიდად ჩაიაროს. დაკავებულია ერთი მოქალაქე, რომელიც ჩემი აზრით, უბრალოდ მოყვა ხალხის მასაში. მას არაფერი ჩაუდენია და დარწმუნებული ვარ, რომ გათავისუფლდება”.– ამბობს მედიასთან კომენტარში თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია, რომელიც წარმოსობით კოკიდანა და ამ დღეებში ზუგდიდსი იმყოფება.
სოფელ კოკში, #97 საარჩევნო უბანთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, ამის მიზეზი კოკის #97 საარჩევნო უბნის თავმჯდომარის მიერ შეცდომით დაწერილი საჩივარი გახდა.