თალაკვაძე: “გაფრთხილებთ, არ გაბედოთ არცერთი ანტი სახელმწიფოებრივი ნაბიჯი”


ამ ჩანაწერში ისმის სანდრა რულოვსის და მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრების, სავარაუდოდ ნინია ცისკარიშვილის და სალომე ჭელიძის საუბარი, სადაც ისინი ამბობენ, თუ როგორ დაძაბონ ზუგდიდსა და აჭარაში კიდევ მეტად ვითარება. ეს მიუხედავად იმისა, მოიგებენ თუ წააგებენ არჩევნებს. თალაკვაძის თქმით, მათ ეს ჩანწერი უკვე გადასცეს შესაბამის ორგანოებს, შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყების თხოვნით.

არჩილ თალაკვაძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” შტაბშიც არიან ადამიანები, რომლებისთვისაც მიუღებელია დაპირისპირება და დესტაბილიზაცია. სწორედ მათ გამოიტანეს ინფორმაცია ამ დესტრუქციული გეგმის შესახებ და მათ შტაბს მიაწოდეს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

two × 2 =

Akismet ანტისპამი