ინფრასტრუქტურული პრობლემები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში


„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ’’ დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჟურნალისტებისთვის პრესკოფერენცია გამართა კვლევაზე „2013- 2015 წლების ინფრასტრუქტურული პრობლემები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში”.

„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ’’პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ასოციაცია „ათინათის’’ პროექტის საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმართველობისთვის ფარგლებში, შეხვედრები გამართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 30 სოფელში. “საერთაშორისო გამჭირვალობის” ზუგდიდის  ოფისის ხელმძღვანელელის არჩილ თოდუას განცხადებით: შეხვედრების ერთ – ერთი მიზანი სოფლებში არსებული პრობლემების გამოვლენა და მათი შესაბამისი საჯარო უწყებებისათვის წარდგენა იყო. ადგილობრივმა მოსახლეობამ  მთლიანობაში 131 პრობლემატური საკითხი გამოავლინა. არჩილ თოდუას თქმით, აღნიშნული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას, გუბერნატორის ადმინისტრაციას და საქართველოს  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. კვლევის საფუძველზე, ზუგდიდის 30 სოფლის მოსახლეობის მიერ გამოვლენილი 131 პრობლემატური საკითხიდან 71 გადაჭრილია, 16 საკითხი კვლავ განიხილება ან მომავალი წლის სამოქმედო  გეგმაშია, 6 პრობლემური საკითხის  მოსაგვარებლად ზუგდიდის გამგეობამ  შესაბამის უწყებებს წერილობით მიმართა. თოდუას განმარტებით, რამდენიმე საკითხზე ზუგდიდის  გამგეობამ მოგვწერა, რომ მუნიციპალიტეტს არ აქვს საკმარისი ფინანსური რესურსი მათ გადასაჭრელად.

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=pZzPdXHLfJk[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!