“ახალი მემარჯვენეები” ზუგდიდში


დღეს, “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში “ახალი მემარჯვენეების’’ თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე და პარტიის პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია შეხვდნენ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს. საუბარი შეეხო წინასაარჩევნო გარემოს, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და საგარეო კურსს.შეხვედრაზე “ახალი მემარჯვენეების” პოლიტიკურმა მდივანმა მანანა ნაჭყებიამ ისაუბრა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე. მისი თქმით, ამ საკითხზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს და საჭიროა დროული გამოძიება. მანანა ნაჭყებიამ “ქართული ოცნების” ოთხი წლის მუშაობა შეაფასა, მისი განმარტებით, არც თუ ისეთი წარმატებული ხელისუფლება აღმოჩნდა, შესაძლოა ეს ყველაფერი არის იმის ფონზე, რომ დაპირებები გაიცა ისეთი, რომელიც შეუსრულებადი იყო და ბუნებრივია ამ მოლოდინის ფონზე საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს გაუჩნდა, რომ ეს არ არის ის ხელისუფლება,რომელიც შეძლებს ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების გამკლავებას. მანანა ნაჭყებიამ ასევე ისაუბრა განმუხურის სანაპიროს მიმდებარედ 34 ათასი კვადრატული მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გაყიდვასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ახალ სასკოლო საგანზე „მე და საზოგადოებაზე’’. პარტიის ლიდერმა მამუკა კაციტაძემ აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნები ყოველთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა, მაგრამ წლევანდელი არჩევნები იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. შეხვედრამ კითხვა პასუხის რეჟიმში ჩაიარა.

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=7MjBb1K3ZXM[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!