ინეზა მურღულია მაია კალანდიას ცილისწამებისთვის უჩივის


დღეს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, ააიპ ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის” დირექტორის მოადგილემ და მეექვსე საჯარო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ინეზა მურღულიამ, მოქალაქე მაია კალანდიას წინააღმდეგ, სარჩელი შეიტანა ღირსებისშელახვის მცდელობისა და ცილისწამებისთვის.

“ქალბატონმა მაია კალანდიამ, ფეისბუქზე, გაავრცელა ცილისმწამებლური ინფორმაცია, თითქოს, მე, დიდი ხანია, “ვუმიზნებ” მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორობას და ჩემი მოწვევით ჩამობრძანდა სამინისტროდან აუდიტი, რომელიც სრულ სიცრუეს შეესაბამება. მე იმდენად ვარ დაკავებული სხვადასხვა საქმით, რომ იმ სკოლაში, მხოლოდ რამდენიმე საათით ვარ დაკავებული. დირექტორობის სურვილი ნამდვილად არ მაქვს. ეს, ადრე, უბანში, ჰქონდათ მშობლებს, დაახლოებით 20 წლის წინ, ნამდვილად მთხოვნდნენ, მაგრამ მე, ამაზე, არ წავედი. ეხლა ქალბატონ მაიას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა ცივილურ ფორმებში. ყველაზე ცუდი, რაც მან გააკეთა, იმ პერიოდში, როდესაც მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი  სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყო, მან გამოაქვეყნა ჩემი ფოტომასალა, მე რომ ვცეკვავ ქორწილში ორი წლის წინ.  საზოგადოების ზოგიერთმა წევრმა ვერ გაიგო და მიიღო ქალბატონი ია ებრძვის სიკვდილს და მე ვცეკვავ, არადა, ფოტომასალაში აღბეჭდილია, რომ ეს იყო ორი წლის წინ. მე პირადად ძალიან განვიცადე მისი გარდაცვალება”.

ინეზა მურღულიას სურვილი აქვს, მოქალაქე მაია კალანდიას, სასამართლომ, კომპენსაცია გადაახდევინოს. “მე ამ თანხას, თუ შესაძლებელი იქნება, ჩემს მეთორმეტე კლასელებს ჩავურიცხავ. წელს სკოლას ამთავრებენ და დიდი სიამოვნებით მოვახმარდი მათ”.

ინეზა მურღულიას ბრალდებებზე კომენტარისთვის, “ზუგდიდელები” დაუკავშირდა მაია კალანდიას ტელეფონით. მოგვიანებით, მან მესენჯერით გამოგვიგზავნა ასეთი კომენტარი: “ია კერზაია მოკლა ინეზა მურღულიას ქოცმთავრობამ და კიდევ მე მიჩივის?”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!