“ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ედიშერ თოლორაიას, საკუთარ სოფელში, ინგირში, თანასოფლელებმა, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი სანდრა რულოვსი არჩიეს.ინგირის სამი საარჩევნო უბნიდან, ერთ-ერთში, 66.67.94-ში, თოლორაიამ რულოვსს 23 ქულით აჯობა, მაგრამ 66.67.48 და 66.67.46- საარჩევნო უბნებში, მას, რულოვსმა, 25-23 ხმით აჯობა. ჯამში, სანდრა რულოვსმა ედიშრ თოლორაიას საკუთარ სოფელში 48 ქულით მოუგო.
ცესკოს ბოლო მონაცემებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ედიშერ თოლორაიამ მიიღო 10774 ხმა, სანდრა რულოვსმა კი, 10467 ხმა. სვარაუდოდ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მაჟორიტარებში, მეორე ტური დაინიშნება.