- დღეს, ზუგდიდის მიხეილ (მაცი) ხორავას სახელობის სამხატვრო გალერეაში გაიმართა ახალგაზრდა მხატვრის ილია არქანიას პერსონალური გამოფენა.
ახალგაზრდა შემოქმედი “ზუგდიდელებთან” ამბობს, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი ჰქონდა 25 ფერწერული ნამუშევარი. ნამუშევრები შესრულებულია კარდონზე და ტილოზე.
ნამუშევრების დათვალიერება ზუგდიდელებს 15 თებერვლამდე შეეძლებათ.