იაპონიაში საკურა აყვავდა


  • საკურას ყვავილობა ყველაზე ლამაზი საგაზაფხულო მოვლენაა მთელ იაპონიაში. აყვავებული საკურა ბუნებრივი სასწაული და დაუვიწყარი სანახაობაა. ყვავილობა მარტის ბოლოს იწყება და დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გრძელდება. როგორც კი ვარდისფერი ყვავილები კვირტიდან გამოდის, ყველა მეტეოროლოგიური სამსახური მაშინვე აცხადებს ალუბლის ყვავილობის დაწყებას.

ეს ტრადიცია საიმპერატორო კარზე წარმოიშვა ჰეიანის ეპოქაში, 794 წელს. იაპონია არის ქვეყანა, სადაც უხსოვარი დროიდან უყვარდათ მშვენიერების ჭვრეტა. იმ დროის, არისტოკრატები დიდ დროს ატარებდნენ ულამაზეს ბაღებში, ქმნიდნენ რომანტიკულ ლექსებს. ითვლებოდა, რომ ეს ფენომენი შეიცავს ცხოვრების დიდ საიდუმლოებას და დადებითად აისახებოდა ადამიანზე. ალაბათ, გასაკვირი არ არის, რომ დეკორატიული ალუბლის მცენარე იაპონიისა და იაპონური კულტურის სიმბოლოდ ითვლება.

ალუბლის ყვავილობა ხანმოკლე მოვლენაა, ამიტომ ადამიანები ცდილობენ რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ ქუჩებში, როგორც დღისით, ასევე საღამოობით. სიბნელეში ხეები ლამაზად არის განათებული, რაც მათ რომანტიკულ ელფერს მატებს და არომატიც უფრო მძაფრდება.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!