“თუ კოვიდიანმა პაციენტმა დააცემინა, დაახველა შეზლონგზე, წვეთი პლასტმასის ზედაპირზე საკმაოდ დიდხანს რჩება, ამიტომ რეკომენდირებულია ისინი უნდა გაიწმინდოს და დეზინფექცია გაუკეთდეს, ყოველი გამოყენების წინ და ყოველი გამოყენების შემდეგ. რაც შეეხება ქვიშიან სანაპიროებს, თუ ინფიცირებული მოქალაქე გადაადგილდება ქვიშაზე, ის არაა საფრთხის შემცვლელი. არც იმ შემთხვევაში, თუ იმავე ადგილზე, სადაც კოვიდიანი მოქალაქე იწვა, 5, 10 და 60 წუთში არავინ დაწვება. არ არის პრობლემა, მზის სხივი სერიოზულად მოქმედებს კოვიდზე,”- ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.