” თუ ვინმეს საგარეჯოს არჩევნების განმეორება უნდა, ე.ი. რევოლუცია ნდომებია”


„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით თარხან მოურავი სამუშაო ორგანიზაციული  შეხვედრით იმყოფებოდნენ პარტიის ზუგდიდის ოფისში და შტაბის  სხდომას დაესწრნენ თანაპარტიელებთან და მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად.

ინაშვილის  ინფორმაციით, სამეგრელოში ფართო მაშტაბური საარჩევნო შეხვედრა გაიმართება კანდიდატებთან ერთად სექტემბერში და მოხდება მათი პროგრამის, გეგმების და შეხედულებების განხილვა. ამასთანავე, მან წინასაარჩევნო გარემოც შეაფასა. მისი თქმით, „სერიოზული საარჩევნო მარათონი ჯერ არ დაწყებულა, ის სექტემბრის თვეში დაიწყება, ამ ეტაპზე არ შემიძლია ვისაუბრო სერიოზულ დარღვევებზე, თუმცა არის ალაგ-ალაგ ნიშნები იმისა, რომ სოციალური დახმარების ნიშნით არის დამუქრება ამომრჩეველზე, ხდება ზეწოლა ამომრჩეველზე, მაგრამ მოქმედებს  უწყებათა შორისი კომისია და იქ გავიტანთ ფაქტებს, რომელსაც მოყვება რეაგირება. მე არამგონია, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ გაბედოს 2016 წლის 8 ოქტომბერის საგარეჯოს არჩევნების განმეორება. თუ ვინმეს იმ არჩევნების განმეორება უნდა, ესეიგი რევოლუცია ნდომებიათ. ჩვენ გვინდა მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს არჩევნები და ქართველ ხალხს მიეცეს საშუალება აირჩიოს მისთვის სასურველი პოლიტიკური ძალა-აღნიშნა ინაშვილმა ჟურნალისტებთან.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!