- ძალიან ხშირად შეგინიშავთ და გიფიქრიათ, რომ ადამიანებს პირბადეები არასწორად, მოვალეობის მოხდის მიზნით უკეთიათ. ხშირად დაბინძურებულიც, რომელიც არა თუ დაიცავს მათ ინფექციისგან, არამედ ახალი ინფექციის წყაროა ხდება თავად. “ზუგდიდელები”, მედიცინის აკადემიური დოქტორის ნინო გულუას აზრს შემოგთავაზებთ პირბადეების თემაზე.
“მინდა უპირველესად, გამოვეხმაურო საქართველოს პარლამენტის 12 ივნისის დადგენილებას, რომლის მიხედვითაც, დახურულ საჯარო სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ყოფნა დასჯადი გახდა.
გუშინ, მომიწია საკუთარი თვალით საშინელების ხილვა ლილოში, სადაც უამრავი ადამიანი მოძრაობს და ატარებს „ერთჯერად” დაბინძურებულ ნიღაბს იმის შიშით, რომ არ დაჯარიმდეს. აქვე ყურადღებას იპყრობს ადამიანების ჰაბიტუსი-გაწითლებული სახე და შეშუპებული თვალები…
ცნობილია, რომ პირბადის ხანგრძლივად ტარება ჯანმრთელობისთვის ზიანის შემცველია. აქ საუბარია დაბინძურებულ პირბადეზე, რომელიც ჯიბეში უდევთ მოქალაქეებს იმის შიშით, რომ არ დააჯარიმონ. ისიც ცნობილია, რომ ჩვენს ცხვირ-ხახაში უხვადაა არაპათოგენური, ან პირობით პათოგენური მიკროორგანიზმები, რომლებიც ანაერობულ პირობებში შეიძლება პათოგენურად გადაიქცნენ და ეს უკანასკნელი დამაზიანებელი გახდეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
COVID-თან დაკავშირებული ნიღბების ხანგრძლივი ტარება და თან დაბინძურებულის, იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს. ჰიპოვენტილაციის შედეგია სისხლში ჟანგბადის შემცველობის დაქვეითება და ნახშირორჟანგის შემცველობის ზრდა, რაც თავის მხრივ იწვევს თავბრუხვევას, დაღლილობას, ოფლიანობას, კანის გამოშრობას და სუნთქვის უკმარისობას.
თუ ვამბობთ, რომ დასჯადია ნიღბის გარეშე სიარული დახურულ საჯარო სივრცეებში, მაშინ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მოქალაქეები ერთჯერადი სტერილური პირბადეებით და დაავალდებულოს ბიზნესი, რომ იქონიონ მომხმარებლებისთვის ერთჯერადი პირბადეები.
როდესაც აკრძალულია 10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრება დახურულ სივრცეში, მატარებელში 5 -6 საათის განმავლობაში, 80 მგზავრის ერთად ყოფნა რამდენად მისაღებია თუნდაც პირბადეებით?
თუ ასე გაგრძელდება დაბინძურებული პირბადეების ტარება, უმართავი გახდება სიტუაცია და ბევრად უფრო მძიმე შედეგებს მივიღებთ!”
დაუბრუნეთ პირბადეებს პირვანდელი ფასი და და ყველა ახალ და სუფრა პირბადეს გაიკეთებს!