თიკო ღაჭავა: ”თქვენს ყურადღებას ვგრძნობ”


  • ყოველ კვირას, 22 საათზე,  ტელეკომპანია რუსთავი 2- ის ეთერში, გადის მუსიკალური მეგა პროექტი “დიდი სცენა”, სადაც მონაწილეობას ღებულობს ზუგდიდელი თიკო ღაჭავა. თიკო ხუთი წლიდან დგას სცენაზე და მღერის. დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯაზ-ვოკალის ფაკულტეტი. “ზუგდიდელებთან” ამბობს, რომ უნივერსიტეტში გატარებულმა წლებმა პროფესიულად უფრო გამზარდაო და მოტივაცია მომცა ჩემი თავი დიდ სცენაზე გამომეცადაო.

თიკო ღაჭავა: “დავიბადე და გავიზარდე ზუგდიდში. საკმაოდ აქტიური ბავშვობა მქონდა. 4-5 წლის ვიყავი, ბებიამ შეამჩნია ჩემში სიმღერის ნიჭი და შემიყვანა სტუდია “რიბი-რაბოში”. სტუდიაში გატარებულმა წლებმა გამილამაზა და ბევრი ფერი შეჰმატა ჩემს ბავშვობას. იქ გატარებული თითოეული დღე ჩემთვის დასამახსოვრებელი და ძვირფასია. ჩემი პედაგოგები იყვნენ: ნინო მამფორია, ნათია ზარანდია და ეკა კერესელიძე. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ მაყურებლის წინაშე ღირსეულად და ორიგინალურად წარვმდგარვიყავი”.

-“დიდ სცენამდე”, ბევრ საერთაშორისო ფესტივალსა და კონკურსში მიგიღია მონაწილეობა…

-დიახ. ძალიან ბევრ ფესტივალსა თუ კონკურსში მიმიღია მონაწილეობა ეს ჩემთვის დიდი გამოცდილების მომტანი იყო. კონკურსებისთვის ყოველთვის, წარმატებით გამირთმევია თავი, შედეგად ვღებულობდი სხვადასხვა ქვეყანაში მოწვევას. სულ მინდოდა სატელევიზიო კონკურსშიც მიმეღო მონაწილეობა, რომ შემძლებოდა საკუთარი მონაცემების რეალიზება და დიდი აუდიტორიისთვის თავის გაცნობა. წლები ვიკავებდი თავს, მაგრამ მივხვი, რომ უკვე დრო იყო.

-როგორ გრძნობ თავს “დიდ სცენაზე”?

-როცა “დიდი სცენის” ქასთინგი გამოცხადდა მივხვდი, რომ ეს შანსი უნდა გამომეყენებინა. ოჯახის წევრებმაც დიდი გავლენა მოახდინეს ჩემზე, მათ მხარდაჭერას სულ ვგრძნობ. პროექტს საოცარი და პოფესიონალებისგან შემდგარი გუნდი აკეთებს და შოუს ხარისხის გარანტიას იძლევა. სცენაზე წლებია ვდგავარ, მაგრამ ახლა ცოტას ვღელავ, ეს ბუნებრივი პროცესია.

-პირველ ლაივზე, მომღერალ თიკო ღაჭავას როგორ შეაფასებდი?

-რაც შეეხება პირველ ლაივზე ჩემს შესრულებას, საკუთარი თავით არ ვარ კმაყოფილი, მღელვარებამ გადაფარა ბევრმა ისეთმა ნიუანსმა, რასაც რეპეტიციებზე უფრო უკეთ ვასრულებდი. მაგრამ მაყურებელს ვპირდები, რომ ეს მეორე ლაივზე აღარ განმეორდება.

-რას გვეტყვი ჟიურის წევრებზე…

-ყველა მათგანი პროფესიონალი და კომპეტენტურია. მათი შეფასება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ყოველ მომდევნო ტურში წარვსდგე უფრო ღირსეულად.

-რაც შეეხება კონკურსანტებს…

-კონკურსანტებმა ძალიან შემაყვარეს თავი. მუსიკალურად და ვოკალურად ყველანი ერთმანეთისგან განსხვავებულები ვართ, რაც შოუს მრავალფეროვნების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. კონკურენციას რაც შეეხება არ იგრძნობა, ერთმანეთს ხშირად სხვადასხვა რჩევებსაც ვაძლევთ, რომ უკეთ წარმოვაჩინოთ ლაივზე ჩვენი თავი.

-რომელ მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავ?

-ბავშვობაში ვეუფლებოდი გიტარას, აი სულ ახლახანს კი გადავწყვიტე ფორტეპიანოსაც დავეუფლო. ჯერ პირველ ნაბიჯებს ვდგამ ამ კუთხით (იღიმის)

-როგორც ვიცი, ადრე სიმღერებს წერდი…

-დიახ, სკოლის პერიოდში მე და ჩემმა დამ დავწერეთ უცხოენოვანი სიმღერა, რომელზეც კლიპი გადავიღეთ. ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოდ გვახსენდება მე და თაკოს.

-ზუგდიდელები გულშემაგტკივრობენ…

-ჩემი თანაქალაქელების ყურადღებას ყოველთვის ვგრძნობდი, ვიცი, რომ ჩემი თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი მათთვის ძალიან სასიხარულოა, მაგრამ ამ ეტაპზე მათი თანადგომა განსაკუთრებით მჭირდება. ყოველ კვირა დღეს, რუსთავი 2-ის ეთერში 22:00 საათიდან მათი ზარები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია. შეგახსენებთ ჩემს ნომერს 0322 779918 ზარი უფასოა და შეგიძლიათ დამირეკოთ, როგორც მობილურის, ასევე ქალაქის ქსელებიდან. უცხოეთიდანაც შესაძლებელია დარეკვა +995 322 779918 წინასწარ გიხდით უდიდეს მადლობას! ყველანაირად შევეცდები იმედები გაგიმართლოთ და ჩემი მაქსიმუმი გამოვავლინო. მე თქვენ მიყვარხართ.

-წარმატებებს გისურვებთ…

-მადლობა.

ეკა ფარულავა

 

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!