საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ ტელერადიოკომპანია „ოდიშის“ საკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებისთვის შეხვედრა გამართა თემაზე „თვითრეგულირების მექანიზმების გაძლიერება რეგიონულ მაუწყებლებში“.
შეხვედრის მონაწილეებთან საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა ისაუბრა, თვითრეგულირების საბჭოებზე, მის მექანიზმებზე და ნულოვან ანგარიშზე. მისი თქმით, შეიქმება სპეციალური პორტალი, რომელიც დაინტერსებულ პირებს გაუმარტივებს შესაბამისი მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოებთან დაკავშირებას. შეხვედრისას, მან ასევე ისაუბრა, საზოგადოების არაინფორმირებულობაზე. ის ამბობს, რომ „წლებია უკვე არსებობს თვითრეგულირების საბჭოები, მაგრამ მოსახლეობას არა აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას თუ მაუწყებელთან აქვს პრეტენზიები, შეუძლია მიმართოს მაუწყებელს და მაუწყებელი არის მზად განიხილოს ეს პრეტენზიები. ჩვენ გვინდა საინფორმაციო კამპანია დავიწყოთ, აუდიტორიას უფრო ახლოს გავაგებინოთ, რომ არსებობს ამგვარი მექანიზმები. ჩვენ მზად ვართ პასუხისმგებლობისთვის, რომ მეტი ნდობა გვქონდეს ტელევიზიებს“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=k_EMHI_T4N8[/embedyt]
ტელერადიოკომპანია „ოდიშის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნანა ქობალიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ „ტელეკომპანია „ოდიშში“ უკვე შექმნილია თვითრეგულირების მექანიზმების კომისია, რომელიც ადგილზე შეისწავლის შემოსულ საჩივრებს და განიხილავს ნებისმიერი სახის განცხადებებს“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Vqsgv24hxOg[/embedyt]
შეხვედრის ბოლოს ჟურნალისტებმა მათვვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხები.