საკრებულოების თანამშრომელთა სარგოები


ზუგდიდის თვითმმართველი თემის საკრებულომ სხდომაზე განსაზღვრა საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობაც. ზუგდიდის თემის საკრებულოსა და გამგეობას მთლიანობაში 179 თანამშრომელი ეყოლება. საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის ხელფასი 2650 ლარით განისაზღვრა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი 1700 ლარით, ხოლო გამგებლის მოადგილეების 1300 ლარი იქნება.
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის ხელფასი 1350 ლარით განისაზღვრა. იგივე ხელფასი ექნება ფრაქციის თავმჯდომარეებს. საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობრივი სარგო 1000 ლარია. ამავე ოდენობის ხელფასი ექნება გამგეობის სტრუქტურული ერთეულების უფროსებს. გამგებლის და საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეების ხელფასი კი 790 ლარი იქნება. რაც შეეხება მთავარ სპეციალისტებს, მათი ხელფასი 560 ლარი, წამყვანი სპეციალისტის 530 ლარი, უფროსი სპეციალისტის 500 ლარი, სპეციალისტის კი, 470 ლარი იქნება.

მერის და საკრებულოს თანამშრომლების თანამდებობრივი სარგოს ოდენობა კი განისაზღვრა შემდეგნაირად: მერის და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი შეადგენს 2750 ლარს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის 2150 ლარი, საკრებულოს აპარატის უფროსის ხელფასი შეადგენს 1490 ლარს, საკრებულოს კომისიის თავმჯოდმარეების კი 1500 ლარს, მთავარი სპეციალისტის სარგო კი 580 ლარია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!