საკრებულოებმა ბიუჯეტები მიიღეს


ზუგდიდის ორივე საკრებულომ 2014 წლის დარჩენილი ბიუჯეტი მიიღო. თემის საკრებულოს ბიუჯეტი 14 მილიონ 916 ათას 300 ლარით განისაზღვრა.  ქალაქის საკრებულოს ბიუჯეტი კი, 16 მილიონ 582,5 ლარს შეადგენს. ბიუჯეტის პროექტი ორივე საკრებულოს დეპუტატებს დასამტკიცებლად თემის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსმა ნანი მიქენაიამ წარუდგინა. 

თემის საკრებულოს წარმოდგენილი ბიუჯეტიდან 803 500 ლარი გამგეობის, ხოლო 204 900 ლარი საკრებულოს აპარატის ხარჯებია. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ზუგდიდის თვითმმართველ თემს წლის ბოლომდე 44 750 900 ლარი ექნება. ბიუჯეტში განათლების სფეროსთვის წარმოდგენილია მილიონ ნახევარ ლარზე მეტი. ამ თანხიდან 1430 000 ლარი გამოყოფილია საბავშვო ბაღებისთვის. კულტურის, რელიგიის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროს ორ მილიონ ლარზე მეტი გადაეცა. სოციალურ და ჯანდაცვის სფეროს კი, მილიონ ლარზე მეტი.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სულ შეადგენს 16 მილიონ 582, 5 ლარს, აქიდან ქალაქის საკრებულოს ეკუთვნის 176,5 ლარი, ქალაქის მერიას 584, 1 ლარი. აღნიშნული ბიუჯეტიდან სხვადასხვა სფეროებისთვის როგორიც არის ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია 2 მილიონ 851,7 ლარი. თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოებისათვის 2 მილიონ 473, 2 ლარი, განათლებისთვის განკუთვნილია 1 მილიონ 185, 3 ლარი, კულტურის, რელიგიის, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებებისთვის გამოიყო  მილიონ 247, 0 ლარი, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისათვის 282, 2 ლარი.
თემის ბიუჯეტის  მხარდაჭერისგან თავი შეიკავა საკრებულოს შვიდმა წევრმა, მათ შორის ორი დეპუტატი _ კახა მიქაია და მალხაზ ჭეჟია საკრებულოში `ქართული ოცნების  ქვოტით არიან გასული. დარჩენილმა 25-მა დეპუტატმა წარმოდგენილ ბიუჯეტს მხარი დაუჭირა. ქალაქის საკრებულოს ბიუჯეტს კი, მხარი დაუჭირა საკრებულოს წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!