თვითიზოლაციაში მყოფ 8 ზუგდიდელს კორონავირუსის სიმპტომატიკა არ აღენიშნება


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ამ წუთებისთვის, იტალიიდან სამშობლოში ჩამოსული 8 ზუგდიდელია ოფიციალურად თვითიზოლაციაში. როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა ოდიშარია ამბობს “ზუგდიდელებთან”, არცერთ მათგანს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.

“ზუგდიდში  8 მოქალაქე იმყოფება თვითიზოლაციაში. არცერთ მათგანს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა არ აღენიშნება. მათ სკრინინგი ჩაუტარდათ საზღვრის გადმოკვეთისას და აქვთ ყველანაირი მითითება და საინფორმაციო მასალები თუ როგორ უნდა მოიქცნენ და დააკვირდნენ თავიანთ მდგომარეობას.”

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს აქვს ვალდებულება ვიზუალურად და ვირტუალურად ყოველდღიურად დაუკავშირდნენ თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს. ნანა ოდიშარია ამბობს, რომ ყოველდღიურად, დღეში ორჯერ უკავშირდებიან თვითიზოლაციაში მყოფ  მოქალაქეებს, ეკითხებიან როგორ მდგომარეობაში არიან, როგორი ტემპერატურა აქვთ, ხომ არ აღენიშნებათ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. უწევენ დამატებით კონსულტაციებს. კვირაში ერთხელ კი დაგეგმილია ოჯახში ვიზიტი რომ მოხდეს დათვალიერება თუ როგორ პირობებში იმყოფებიან ისინი. “გუშინ მოვინახულეთ სამი მათგანი. ზუგდიდში მცხოვრები 8 მოქალაქიდან ერთი იმყოფება თბილისში. საქმის კურსშია დაავადებათა კონტროლი. მათ იციან მისამართი და ისინი უკავშირდებიან.”

ინფორმაციას, თუ რომელი სოფლებიდან არის თვითიზოლაციაში მყოფი 2 მოქალაქე, ნანა ოდიშარია არ ასაჯაროებს, ამბობს, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!