თბილისში, 15:00 საათზე, პარლამენტის წინ, „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის დაგეგმილ აქციას ზუგდიდის “თანასწორობის მოძრაობის” თანამშრომლები და აქტივისტები შეუერთდებიან. „თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის მენეჯერმა ემზარ კვარაცხელიამ „ზუგდიდელებთან“ განმარტა, რომ აბსოლუტურად იზიარებენ აქციის მოთხოვნებს და ბოლომდე დარჩებიან მათ მხარდასაჭერად.
“ზუგდიდიდან ათამდე მხარდამჭერი წავიდა. ნაწილი წუხელ, ნაწილი დღეს. ჩვენ აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს ვუერთდებით”.
“თანასწორობის მოძრაობამ” თბილისის ორ კლუბში “ბასიანში” და გალერიში” სპეცრაზმის შეჭრა ზუგდიდში გააპროტესტეს შემდეგი წარწერებით: “ბიძინა hამოვიდა”, “ბერა ნუ პოსტავ”.