12 საათისთვის, ცაიშში, ამომრჩეველთა აქტიურობა ნორმალურია


ზუგდიდის #67  საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა, “ზუგდიდელებთან” საუბარში, განაცხადა, რომ 12 საათისათვის,  ცაიშის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, ამომრჩეველთა აქტივობა ნორმალურია. “12 საათისათვის დაფიქსირდა, რომ ცაიშის თემის 2819 ამომრჩევლიდან, უკვე, ხმა მისცა 16,76–მა პროცენტმა, რაც ამ დროისათვის სავსებით ნორმალურია”.

ცაიშის დეპუტატობისთვის სამი პარტიის წარმომადგენელი იბრძვის. „ქართული ოცნებიდან» თენგიზ ალმასია, „ევროპული საქართველონ“ გოდერძი კუკავა, „თავისუფალი საქართველოდან“ ბაჩუკი ნარუშვილი.

ცაიშში არჩევნები საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არჩეული ცაიშის მაჟორიტარი თამაზ ჟორჟოლიანი გასული წლის 2 ნოემბერს ტრაგიკულად დაიღუპა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!