თეა გაბელაია სკოლის ავტორიზაციის ექსპერტი გახდა


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, საქართველოს მასშტაბით, კონკურსი გამოაცხადა ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა შესარჩევად. კონკურსში მონაწილეობას ღებულობდა ზუგდიდის მეცხრე საჯარო სკოლის დირექტორი თეა გაბელაია, რომელმაც წარმატებით გაიარა კონკურსი და გახდა სკოლის ექსპერტი.

“კონკურსზე, 231 მონაწილე იყო დარეგისტრირებული, აქედან, 50 კანდიდატი უნდა აეყვანათ. მე გავიარე ორი ეტაპი. ორივე ეტაპი წარმატებით გადავლახე და გავხდი სკოლის ექსპერტი საქართველოს მასშტაბით. ყოველთვის, როცა კონკურსებზე გადის ადამიანი,  ორიენტირებულია წარმატებისთვის, მაგრამ ეს ჩემთვის მაღალი კონკურსის გამო, მოულოდნელი სიხარული იყო. ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. დირექტორობის პარალელურად, ვიქნები არა მარტო ზუგდიდის სკოლების ექსპერტი.სამინისტრომ შეიძლება მიმავლინოს ნებისმიერ რეგიონში სკოლის ავტორიზაციის შესამოწმებლად და შესაფასებლად.  ჩემი შედეგით კმაყოფილი ვარ. მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩემი ცოდნა და გამოცდილება დააფასეს.”

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!