ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის დღეების ფარგლებში, მიმდინარეობს თეატრალური კვირეული „თეატრი და ბავშვები“. დღეს, სასახლის საკონცერტო დარბაზში ნაჩვენები იქნა დრამატული სტუდიის სპექტაკლი „ბოშები“, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით,
ასევე, ჩხორიის საჯარო სკოლის დრამატული წრის მოსწავლეების მიერ, ნაჩვენები იქნა „ხევისბერი გოჩას გასამართლება“. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების დრამატული სტუდიის ხელმძღავნელის, ნონა ტოტოჩავას განმარტებით, თეატრალური კვირეული ტრადიციულად ტარდება, მაგრამ წლევანდელი სეზონი განსაკუთრებულია, რადგან მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის 80 წლის იუბილეს მიუძღვნეს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=ANfYQ-Gy-30[/embedyt]
„8 ივნისს ჩატარდება დრამატული თეატრის სპექტაკლი „ჰელადოსი“. 17 ივნისს გეპატიჟებით ყველას, პოეზიის მოყვარულებს, მხატვრული კითხვის კონკურსზე, სადაც გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი. „მაყურებელმა კარგად მიიღო სეპქტაკლი. კმაყოფილი ვარ ბავშვების შესრულებით. ამაში ხელი შეუწყო ნაწარმოების ლირიზმა და განუმეორებელმა იუმორმა, რაც ნოდარ დუმბაძეს ჰქონდა“.