ელზა ზოდელავა, უზენაესმა სასამართლომ სამსახურში აღადგინა


ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა ელზა ზოდელავამ ყოფილი დირექტორის წინააღმდეგ დავა უზენაეს სასამართლოში მოიგო. აღნიშნულ ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ავრცელებს. დადიანების მუზეუმს ელზა ზოდელავას სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაევალა, რაც დღეის მდგომარეობით, 6000 ლარს შეადგენს. მოსარჩელე მხარის ინტერესებს “საერთაშორისო გამჭირვალე საქართველოს” იურისტი ლელა  მოწონელიძე იცავდა. “ელზა ზოდელავა მუზეუმის დირექტორმა 2017 წლის 1 თებერვალს თანამდებობიდან გაათავისუფლა, რაც ჩვენ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გავასაჩივრეთ. პირველმა ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა, რასაც არ დაეთანხმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლო და მიიჩნია, რომ გათავისუფლების ბრძანება უკანონო იყო. უზენაესი სასამართლოს განჩინებით ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება”- ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” განცახდებაში.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!