თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სწავლა 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო კლასებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან


  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო სასწავლო კლასებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან.

“სწავლება რა თქმა უნდა იწყება 15 სექტემბრიდან დისტანციურად. ჩვენ ისედაც მზად გვქონდა სწავლების ჰიბრიდული ფორმა, რომელიც ყველა ვარიანტში უნდა დაწყებულიყო 15 სექტემბრიდან ყველგან. ამ ჰიბრიდული მოდელის არსი მდგომარეობს იმაში, რომ კლასებში, სხვადასხვა ქალაქებში სხვადასხვა რაოდენობის ბავშვია და ამის გამო იყო გადანაწილებული, ნაწილი დისტანციურად და ნაწილი კლასებში. ახლა ჩვენ რასაც ვაკეთებთ, სწავლა დაიწყება დისტანციურად ყველგან, მაგრამ სასწავლო კლასებში სწავლა დაიწყება 1 ოქტომბრიდან. ისევე როგორც იყო ბათუმსა და ქობულეთში. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ეხება ყველა წრეებს, რომელზეც ბავშვები დადიან და რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!