თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მე-40 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება


  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საგზაო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.

„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კმ-ზე, მდინარე ქსნის ხიდის დასავლეთ მიმართულებაზე, ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 5 ივნისიდან ორი თვის განმავლობაში სავალ ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება და განხორციელდება ცალი ზოლის მეშვეობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

seventeen + four =

Akismet ანტისპამი