ზღვაზე მინდა წასვლა! როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან შვებულების დროს


  • ზაფხულში ზღვაზე დასვენება ბევრ ადამიანს სურდა და პანდემიის გამო ბევრ მათგანს გეგმები შეეცვალა.
    ახლა თანდათან მოიხსნება შეზღუდვები, მაგრამ თქვენ ვერ წახვალთ სანაპიროზე უსაფრთხოების ზომების გათვალისწინების გარეშე. რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის?

დაიცავით დისტანცია

ეს ქცევის ერთ-ერთი მთავარი წესი გახლავთ. ცნობილია, რომ ვირუსი ყველაზე ხშირად გადადის საჰაერო გზით: ხველების, ცემინების ან საუბრის დროს. თუ სხვა ადამიანის გვერდით ხართ, რომელსაც შეიძლება დაავადებების ნიშნები არ ჰქონდეს, საფრთხე მაინც შეიძლება გემუქრებოდეთ. სანაპირო კი ამ შემთხვევაში ქუჩაში ყოფნის ტოლფასი შეიძლება იყოს. ასე რომ, სანაპიროზე მისვლისთანავე შეარჩიეთ ადგილი, რომელიც სხვა დამსვენებლებისგან მოშორებით იქნება.

ატარეთ პირბადე

პირბადის საჭიროების შესახებ უკვე რა ხანია, რაც კამათი მიმდინარეობს, მაგრამ ფაქტია, რომ ის პაციენტს ეხმარება, რომ არ დაინფიცირდეს და ასე მეტად აქვს საშუალება, ჯანმრთელობას გაუფრთხილდეს. თუ ეს შესაძლებელია, არ მოიშოროთ პირბადე, ნაპირზე მზის აბაზანების მიღების დროსაც. შესაძლოა, მარტივად დაივიწყოთ მისი არსებობა, თუ სანაპიროზე ნაცნობები მოვიდნენ, მაგრამ ჯობია წესები გაიხსენოთ.

ატარეთ ანტიბაქტერიული სითხე და ხელსახოცები

თუ ადრე მხოლოდ მზისგან დამცავ საშუალებას ატარებდნენ ჩანთით, რომელიც სანაპიროზე მიჰქონდათ, ახლა ანტისეპტიკური ხსნარი, ანტიბაქტერიული ხელსახოცები და სხვა საჭირო ნივთები დაემატა.
ზღვაზე ყოფნისას, რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს ხელის გაწმენდა და უნდა ვეცადოთ, რომ სხვის ნივთებს არ მივეკაროთ.
ცნობილია, რომ კორონავირუსი მარილიან წყალში ვერ ცოცხლობს და არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რომ ადამიანზე წყლის მეშვეობით გადასულიყო. შეგიძლიათ მშვიდად იბანაოთ, მაგრამ თუ ცურვის დროს საუბარს გადაწყვეტთ, ეცადეთ, მოშორებით იყოთ. ნიღბით ბანაობას აზრი არ აქვს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!