ყავის 10 ყველაზე უჩვეულო სახეობა


  • ყავა, ალბათ ერთ ერთი ყველაზე პოპულარული და საყვარელი სასმელია მსოფლიოში. ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც გასინჯული მაინც არ აქვს ეს სასმელი. წარმოგიდგენთ ყავის 10 სახეობას, რომლის გასინჯვაც მხოლოდ ინტერესის გამოც კი შეიძლება.

1. ავოლატე ეს სახეობა მელბურნის კაფე «Truman Cafe» ში წარმოიშვა ექსპერიმენტის შედეგად. ლატეს უბრალოდ ამზადებენ ავოკადოს ქერქში, შესაბამისად ყავას ავოკადოს გემოც დაჰკრავს. ავოლატე პოპულარული გახდა, თუმცა არსებობენ ისინიც, ვისაც მოცემული რეცეპტი არ მოეწონათ.

2. გამჭვირვალე ყავა ყავის სიყვარული ზოგჯერ ნეგატიურად აისახება კბილების ემალზე. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ამ პრობლემის გადაჭრა ძმებმა დევიდ და ადამ ნადებმა და თავიანთ პროდუქტს CLR CFF დაარქვეს. რეცეპტის შექმნაზე მათ 3 თვე დახარჯეს და მთავარ ინგრედიენტებად არაბიკა და წყალი დაასახელეს, თუმცა საოჯახო რეცეპტს საიდუმლოდ ინახავენ.

3. ნახშირის ყავა აქტივირებული ნახშირი მედიცინაში ფართოდ გამოიყენება. ახლა კი მას ყავაში კოფეინის შემცვლელად იყენებენ. ნახშირს და რძეს ერთმანეთში ურევენ და იღებენ მატონიზირებელ სასმელს მსუბუქი ქაფით.

4. ყავა გაცხელებული ნახშირით ეს რეცეპტი კუნძულ იავაზე გამოიგონა ერთ-ერთი ყავის ჯიხურის მფლობელმა, “მისტერ ადამიანმა” წინა საუკუნის 60-იან წლებში. დღეს ამ ჯიხურს სხვა მფლობელი ყავს. მისი თქმით, “მისტერ ადამიანი” წყალს ხშირად ადუღებდა გავარვარებული ნახშირის ნატეხებით. აქედან დაებადა რეცეპტის იდეაც.

5.ყველაზე ძლიერი ყავა მსოფლიოში «Asskicker» ზოგიერთ ადამიანს გამოსაფხიზლებლად კოფეინის დიდი დოზა სჭირდება. სწორედ ასეთი ადაამიანებისთვისაა განკუთვნილი მოცემული ყავა ავსტრალიის კაფე «Viscous Cafe»- ში. ამ ყავას მხოლოდ მკვდრის გამოფხიზლება არ შეუძლია, სასმელში 5 გრამი კოფეინია, რაც 80 სტანდარტულ პორცია ყავაზე ნაწილდება. თუმცა საგანგაშო არაფერია, ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მისაყენებლად, ან თუნდაც მოსაკლავად, 18 გრამი კოფეინია საჭირო.

6. ღვინოზე დამზადებული ყავა კალიფორნიაში კაფე «Molinari Private Reserve» მომხმარებლებს სთავაზობს მიირთვან ღვინოში მოხალული ყავის მარცვლებისგან დამზადებული ყავა, რომელსაც ღვინის არომატი აქვს.

7. ყავა “Black insomnia” ანუ შავი უძილობა რეცეპტის ავტორი შონ კრისტაფორია, რომელიც 2016 წელს ცდილობდა შეექმნა ყველაზე ძლიერი ყავა მსოფლიოში. სასმელის ერთ პორციაში 702 მილიგრამი კოფეინია, რამაც შეიძლება ცუდად იმოქმედოს ადამიანის ჯანმრთელობაზე, რადგანაც კოფეინის საშუალო რეკომენდირებული დოზა 400 მილიგრამია. დღეს ეს ყავა მსოფლიოს 22 ქვეყანაში იყიდება.

8. ყავა მერენგით მოცემული სასმელი სეულში კაფე «Take Out Drawing Cafe» ში იყიდება, მერენგა ესპრესოში არ დნება, ის მყარად დგას და ყავის დაგემოვნება მის ნატეხებთან ერთად შეგიძლიათ. დღეს ყავის ეს სახეობა ტურისტებისთვის ნამდვილი ჰიტია.

9. დეკონსტრუქტირებული ფლეტ უაიტი კიდევ ერთი ყავის სახეობა მელბურნიდან. რეცეპტი მარტივია, ცხელი წყალი, რძე და ესპრესო.

10. ესპრესო ტონიკი ალკოჰოლური სასმელი ესპრესოთი, რა თქმა უნდა ის პოპულარულია.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!