- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ჩატარდა.
ინფორმაციისთვის: ყოველი წლის 28 ივლისს, ჰეპატიტთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის ძირითადი მიზანი რაც შეიძლება მეტი ადამიანის ინფორმირებაა სხვადასხვა ფორმის ჰეპატიტის საშიშროების შესახებ.
C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა.
პროგრამა ითვალისწინებს დაავადების დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პრევენციას.