ზუგდიდში 20 და 22 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20 აპრილს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ისევ +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს, შემდეგ დღეებში კი შედარებით დაიკლებს.

“თბილისში სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. 20 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო შემდეგ დღეებში შედარებით დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 20 და 22 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 21 აპრილს ზოგან იწვიმებს. 20 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო შემდეგ დღეებში შედარებით დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი. შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 20 და 22 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 21 აპრილს ზოგან იწვიმებს. 20 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო შემდეგ დღეებში შედარებით დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 20 და 22 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 21 აპრილს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი იქნება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!