ზუგდიდის მერია 22 აპრილიდან სოციალური სახლების მშენებლობაზე განცხადებების მიღებას იწყებს


  • ზუგდიდის მერია 22 აპრილიდან,  უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში განცხადებების მიღებას იწყებს.

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და ერთი თბილი ოთახის მოსაწყობად კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადებების მიღება 22 მაისამდე იწარმოებს.

აღნიშნული ინფორმაცია მერის მოადგილემ მაიზერ ნანავამ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის  წარმომადგენლებს მიაწოდა.

მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ სურვილი აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთონ, წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა შეუძლიათ მიიღონ ქალაქისა და სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთან ან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!