ზუგდიდში წყალმომარაგება 20 000-მდე აბონენტს დროებით შეეზღუდა


  • ქალაქ ზუგდიდში წყალმომარაგების ქსელზე დაზიანება დაფიქსირდა, რის გამოც წყალმომარაგება დროებით შეეზღუდა დაახლოებით 20 000 აბონენტს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და შესაბამისი სპეციალური ტექნიკა. დაზიანების აღმოსაფხვრელად სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

წყალმომარაგების აღდგენა დაგეგმილია 18 სექტემბერს, 13:00 საათამდე.

“საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტისთვის.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

2 + 15 =

Akismet ანტისპამი