ზუგდიდში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული დახმარების ცენტრი გაიხსნა


ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული დახმარების ცენტრი გაიხსნა. ფართი საკონსულტაციო ცენტრ “სახლს” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ გადასცა. შეხვედრაზე, ქალთა საკონსულტაციო “სახლის” ხელმძღვანელმა რუსუდან ფხაკაძემ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, ცენტრი ფუნქციონირებას გაზაფხულზე დაიწყებს. “კრიზისულ ცეტრი გათვლილია ხუთ ადამიანზე. აქ ბენეფიციარს რამდენიმე კვირის განმავლობაში შეუძლიათ იცხოვრონ”.

კრიზისული ცენტრის მოწყობის სამუშაოების ფინალურ ეტაპის განხორციელებაში ჩართული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია – რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი “თანაზიარი”. ორგანიზაციის ხელმძღვანლის ხათუნა ბეჭვაიას განმარტებით, “ძალიან კარგია, რომ გაიხსნება კიდევ ერთი ადგილი, სადაც მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანების გაყვანის შესაძლებლობა გვექნება არასამათავრობო ორგანიზაციებს”.

შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქალთა საკონსუტაციო ცენტრი “სახლი” არის პირველი ორგანიაცია საქართველოში, რომელიც 1997 წლიდან მუშაობს ოჯახური ძალადობის პრობლემასა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა  ფსიქო-სოციალური დახმარების/რეაბილიტაციის სფეროში.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  (UN WOMEN) ფინანსური მხარდაჭერით, ხოლო  კრიზისული ცენტრისათვის ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გადმოცემული შენობის რეაბილტაცია განხორციელდა პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის დახმარებისა და განვითარების (Polish Aid) დაფინანსებით.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!