ზუგდიდში შსს არქივის უნიკალური მასალების ჩვენება გაიმართა


დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის დარბაზში, პროექტის – „აღადგინე ისტორია შსს არქივთან ერთად!“ პრეზენტაცია გამართა.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მასალებზე დაყრდნობით პროექტის ფარგლებში,წარმოდგენილი იყო შსს არქივის სპეციალური გამოშვება – ,,არქივის კვალდაკვალ-ზუგდიდი“, რომელშიც ასახულია არქივში არსებული მასალების მცირე ნაწილი ეხებოდა ზუგდიდის რაიონს. კერძოდ, კრებულში თავმოყრილია გასულ საუკუნეში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი შემდეგი დოკუმენტაცია: ზუგდიდის მაზრის მონაწილეობა 1924 წლის აჯანყებაში; გასაბჭოებიდან ერთი წლის თავზე დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა; 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა და ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიები; სპეცოპერაციის დროს, ერთ ღამეში გადასახლებულ ზუგდიდელთა გვარ-სახელები.

კრებულში თავმოყრილი საინტერესო მასალები, მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს დაუმახინჯებლად, პირველ წყაროდან მიაწვდის ფაქტობრივ მონაცემებს მათი კუთხის უახლესი ისტორიის შესახებ. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო შსს არქივში დაცული მასალების საფუძველზე მომზადებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმები: ,,სარიალაკობა“, ,,წართმეული პირველობა“ და ,,ზვიად გამსახურდიას წერილი ალექსი ინაურს“.

გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობაში კინოჩვენებასთან ერთად ბანერებისა და სხვა ილუსტრირებული მასალის გამოფენა მოეწყო. ღონისძიებას შსს სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე მოსამართლეები, ლექტორები, მასწავლებლები, სტუდენტები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!