ზუგდიდში, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ჩატარებული რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე აღნიშნეს


  • 31 მარტი  საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით ჩატარებული რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.

საქართველოს პირველ პრეზიდენტს, მწერალს, მთარგმნელს, დისიდენტს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს ეროვნულ გმირს, ზვიად გამსახურდიას 82 წელი შეუსრულდებოდა.

ამ დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძეგლი გვირგვინით შეამკეს.

მოეწყო მხატვრული პერფორმანსიც.

,,31 მარტის რეფერენდუმი უმნიშვნელოვანესი დღეა საქართველოს ისტორიაში, რომელსაც 9 აპრილს  დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მოწერა მოჰყვა და საქართველო გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც დღემდე ვითარდება ევროპული გზით, ხვალინდელი დღეც ჩვენ მხოლოდ ევროატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრირებულად წარმოგვიდგენია“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

დღესვე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, დარჩელში ზვიად გამსახურდიას ბიუსტს  და ჯიხაშკარში, პრეზიდენტის მემორიალურ საფლავს   ყვავილებით შეამკობენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!